რატომ არ მიიღო გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

14:47 12-13-2018
91

"არ მინდა ო​რპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა... 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა" - ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მას ოპოზიციასთან გაერთიანება და აგრესიული კამპანიის დაწყება მოუწევდა.

„2 ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება. ამ ფონზე შესაძლებლობა მესამე ძალის გაჩენის, მაშინ როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია. როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი - მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა. მე რომ მოვსულიყავი ამ კონსტიტუციის პირობებში, ცვლილებებს ვერ დავაანონსებდი თუ არ დავიწყებდი აგრესიულ კამპანიას. მე დეტალურად ვიცოდი, რა უნდა მეთქვა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რომ ვაერთიანებთ ოპოზიციას და უნდა მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა მომავალი ცვლილებებისთვის. პიროვნულად არ მინდა ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.



ავტორი: