საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მის თანაპარტიელ, დეპუტატ ნიკა მელიას, ვიცე სპიკერი თავს დაესხა.
რომა გოცირიძე ამბობს, რომ პირველად პარლამენტის ისტორიაში ჩხუბის მიზეზი ქალი დეპუტატი გახდა.
„ყველა კონფლიქტი რაც მოხდა, „ქართული ოცნების” ბრალი იყო. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრ, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტი ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის „ქართული ოცნების“ თავდასხმის მსხვერპლი.
ადამიანი გამოდის და არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში, ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა – ქოში.
მეორე დეპუტატი, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს მიეპარებიან ხოლმე ტურები“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისის პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე