სკანდალი! ჯენიფერ ლოპესის დედას, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა სახეში გაარტყა (ვიდეორგოლი)

13:46 12-14-2018
2044

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 49 წლის მსახიობი, ჯენიფერ ლოპესი, პიტერ სიგალის ახალ თრილერში „დაიწყე თავიდან“, 40 წლის ქალბატონს განასახიერებს, რომელიც მუშაობას მსხვილ კორპორაციაში იწყებს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხანდახან, ნიჭი და პიროვნული მახასიათებლები, პრესტიჟული სასწავლებლის დიპლომზე მაღლა დგას.

ფილმის მსოფლიო პრემიერა, რამდენიმე დღის წინ გაიმართა. მსახიობი, თითქმის ყოველ დღე, ფილმის ჩევენებებს ესწრება და ხშირად უწევს, ჟურნალისტებთან ინტერვიუების მიცემა.

გუშინ ვარსკვლავი, ნიუ-იორკის რადიო სტუდიაში, ინტერვიუზე, დედასთან ერთად მივიდა, რა დროსაც თაყვანისმცემლების მხრიდან, ინციდენტი დაფიქსირდა - როცა ჯენი და გვადალუპე, ჟურნალისტების გარემოცვაში იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა ფანატმა, დედას, სახეში იდაყვი გაარტყა.

ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევა იყო, თუ სპეციალურად დაგეგმილი სკანდალი. 

გვადალუპემ, სახეზე ხელი მიიფარა, ლოპესმა კი, სასწრაფოდ მოაშორა თაყვანისმცემლების არმიას.  

სავარაუდოდ, ინციდენტს სკანდალი არ მოჰყვება!

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლები:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე