20 დეკემებრს, 20:00 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალ სპექტაკლს ,,დონ ჟუანი“. ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის, შედევრად აღიარებული პიესის ,,დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარის“ მიხედვით.
ირეალურ სამყაროდან მოვლენილი ფსევდო გმირი, მაღალი წრის თავხედი წარმომადგენელი. პერსონა, რომელიც ვერ მოიშორა სამყარომ, რადგან ის სულ მოთხოვნადია და საზოგადოებას მუდამ აოცებს. რატომ არ ემორჩილება საზოგადოება იმ ცვლილებას, რომელსაც დონ ჟუანი ითხოვს? სად იკვეთება მისი პიროვნული თუ ქმედითი შეცდომები? ვინ არის იგი? ყველაზე დიდი ნაძირალა, ცოფიანი ძაღლი, მწვალებელი, ველური მხეცი, თუ გაიძვერა მექალთანე? ალბათ უფრო ცინიკოსი და ამპარტავანი.
რატომ ირჩევს საზოგადოება დონ ჟუანის მსგავს პერსონებს და რატომ არ აძლევენ მას ევოლუციის უფლებას, შეცვალოს საკუთარი ღირებულებები და გახდეს უფრო მეტად ღირსეული, ან საერთოდ ვინ არის ეს საზოგადოება, დომინანტი ხალხი ვისზეც დგას სამყარო, თუ მხოლოდ გარკვეული ნაწილი ამ სამყაროსი?! შეცვალა თუ არა დრომ მე-17 საუკუნეში დასმული პრობლემა და დაკარგა თუ არა აქტუალობა ქცევამ რომელსაც დონ ჟუანობა ჰქვია. რუსთავის თეატრში მოსული მაყურებელი სპექტაკლზე ,,დონ ჟუანი“ შესაძლოა ახალი გამოწვევის წინაშეც დადგეს! საპრემიერო ჩვენება რუსთავის თეატრში 218 წლის 20 დეკემბერს, 20.00 სთ-ზე გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი სოსო ნემსაძეა, მხატვარი ბიძინა სიდიანი, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, საბრძოლო და სასცენო მოძრაობაზე შოთა გეგიამ იმუშავა.
მონაწილეობენ: ნიკა ჩხაიძე, სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია, ლუკა ციხისთავი, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ზურაბ ჯინჭარაძე, ლაშა კანკავა, არჩილ მაკალათია.
დინ ჟუანს მსახიობი, ნიკა ჩხაიძე განასახიერებს.