პრინცმა ჩარლზმა, კირა ნაიტლი დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დააჯილდოვა

15:30 12-14-2018
515

ჰოლივუდის მსახიობის, კირა ნაიტლის მონაწილეობით, დეკემბრის თვეში, ორი ახალი თრილერის - მაკნატუნა და ოთხი სამეფო(Disney's The Nutcracker and the Four Realms) და კოლეტი(Colette), პრემიერა გაიმართა.  

უელსის პრინცმა ჩარლზმა, ოქროს გლობუსის BAFTA-ს და ოსკარის ნომინანტი, ინგლისელი მსახიობი, კირა ნაიტლი, დრამატული როლების შესრულებისთვის და ქველმოქმედებისთვის, დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

ცერემონია, ბუკინგემის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ნაიტლის მშობლები და მისი ქმარი, ჯეიმს რაიტონი ესწრებოდნენ.

კონვერტი რომ დავინახე, რომელზეც სამეფო გერბი იყო გამოსახული, ცოტა შევშინდი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემს ახლობლებს მოვუწოდებ, რომ სამხედრო წესით  მომაგონ პატივი - ამბობს კირა. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

ავტორი: რუსა ღვანიძე