სამი შვილის დედამ, მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი გადარჩინა, თავად კი დაიღუპა (ვიდეორგოლი)

17:28 12-14-2018
978

აშშ-ის მიჩიგანის შტატის მაცხოვრებელი,  3 შვილის დედა, 38 წლის ტრეის კეშმანი,  შაბათს, 20:30 წუთზე გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა.

ის, საკუთარ  ძაღლთან, ლოლოსთან ერთად, სასეიროდ წავიდა. ძაღლი, რამდენიმე ხანში, სახლში სველი დაბრუნდა, ხოლო პატრონი დაიკარგა.

პორტალ New York Post-ის ინფორმაციით, მეორე დღეს, სასწრაფო დახმარების სამაშველო ბრიგადამ, დასასვენებელ პარკ ბატესში, გარდაცვლილი იპოვნეს. სავარაუდოდ, ძაღლი წყალში შევარდა და ყინული ჩაუტყდა. ტრეისმა, მისი გადარჩენა შესძლო, მაგრამ თავად დაიღუპა. 

ტრეისის დედამ, რონდა მურმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილის მხიდან, ამგვარი  საქციელი, მისთვის გასაკვირი არ იყო.

საკუთარი ძაღლი იქნებოდა თუ სხვისი, ან თუნდაც რომელიმე ბავშვი, ის აუცილებლად, ასე მოიქცეოდა. მისი მხრიდან, ეს ინსტიქტი იყო - ამბობს მური.

ეს მოკლე გზაზე გასეინება იყო. მან მხოლოდ პიჯაკი მოისხა, ტელეფონიც კი არ წაიღო. როგორც ჩანს, ძაღლი სასეირნოდ, ყელსაბამის გარეშე გაუშვა და ლოლო, გაყინულ მდინარეში შევარდა და ყინული ჩაუტყდა.

მურის განცხადებით, ტრეისი უმიზეზოდ, გაყინულ წყალში არ შევიდოდა.

მან, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძაღლი გადაერჩინა. თუ ლოლო სიკვდილს ებრძოდა, ტერეისი, მის გადარჩენენას, ყველა ვარიანტში შეეცდებოდა - ამბობს ტრეისის დედა.

 იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე