"ვეძებ შვილს! - სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა" - ლელა სეთიელი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

18:25 12-14-2018
30032

სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლელა სეთიელი(გელოვანი), საკუთარი ვაჟის, პაატა გელოვანის 4 წლის წინ გაუჩინარებასთან დაკავშირებით, აღმაშფოთებელ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს: 

ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... 2014 წლის 4 ნოემბერს, გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.

გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ..

გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ გთხოვთ! - წერს ლელა სეთიელი.

შეგახსენებთ, რომ პაატა გელოვანი, 2014 წლის 4 ნოემბერს, სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბულებულა. გაუჩინარებული ახალგაზრდა, ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. 

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე