საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას სავარაუდოდ ნიკა მელია დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტის თავმჯდომარე ავრცელებს.
სოფო ქაცარავას განცხადებით, ინაუგურაციაზე დასასწრებათ ოპოზიციონერი ლიდერები მიწვეულნი არიან, თუმცა ამ დროისათვის, მისი ინფორმაციით, ღონიუსძიებასი მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ადასტურებს.
ქაცარავა იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ სტილს და არ მოაწყობს მიზანმიმართულ პროვოკაციას.