საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ნიკოლა სარკოზი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ღონისძიებას დაესწრება, რომელიც თელავში, ერეკლე მეორის სახლმუზეუმის ეზოში გაიმართება. სარკოზის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელავში ვერტმფრენით გადაფრინდება.