თელავში საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.
საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი დაესწრო.
დღეიდან კი, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება.