რუსეთში მოღვაწე, ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ და მისმა მეუღლემ, ალბინა ჯანაბაევამ, პირველად გამოაჩინეს, მათი 4 წლის ვაჟი, ლუკა მელაძე.
ვარსკვლავური ოჯახი, ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა. პატარა, დედასთან ერთად, მორცხვად დგას, როგორც ჩანს, ფოტოკამერებმა დააბნიეს.
წყვილი, საზოგადოებაში გამოჩენას, ხშირად თავს არიდებდა. რამდენიმე დღის წინ კი, ისინი, პირველად პოზირებდნენ პუბლიკის წინაშე, ოთხი წლის შვილთან, ლუკასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა და პროდიუსერმა ვალერი მელაძემ, 2014 წელს, მუსიკალური ჯგუფის, ვიაგრას სოლისტზე, ალბინა ჯანაბაევაზე იქორწინა, როცა მათი პირველი შვილი კონსტანტინე, უკვე ათი წლის იყო. მელაძეს, პირველი მეუღლიდან, 3 ქალიშვილი ჰყავს.
იხ. ფოტოები: