პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, ქუთაისის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა. ოპოზიციური პარტიის, ადგილობრივი ლიდერის თქმით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი, მომდევნო წელს ქუთაისის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. წულაიას განმარტებით, 2019 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ ხელფასები მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეზრდებათ.
"ეს არის მოსახლეობის გაღარიბების ბიუჯეტის პროექტი. ეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ქალაქზე და მათ არ ადარდებთ, ქუთაისის განვითარება. მე მოვუწდებ საკრებულოში მყოფ ადამაინებს, მხარი არ დაუჭირონ ამ ბიუჯეტს,"- განაცხადა გოგი წულაიამ.
გოგი წულაიას საგანგებო ბრიფინგს ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ირაკლი ვაჩიბერაძე