ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ში მივა

13:05 12-18-2018
132

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივა და საქმის დეტალებს გაეცნობა.

როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ "პრაიმტაიმს" განუცხადა, დაახლოებით ათი დღის წინ მისმა ადვოკატმა საქმის დეტალების გაცნობის მოთხოვნით ოფიციალური წერილი გააგზავნა. 

როგორ სარალიძე ამბობს, შსს მათ მოტხოვნას გამოეხმაურა და საქმის დეტალების გასაცნობად სავარაუდოდ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდებიან ის და მისი ადვოკატი. ხოლო პროკურატურას მათ მიერ გაგზავნილ წერილზე ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.

"გვაინტერესებს რა ეტაპზეა გაყალბება. დაახლოებით ათი ან მეტი დღის წინ გავგზავნეთ წერილი. პროკურატურა ჯერ დუმს. შსს-ში სამ საათზე დაგვიბარეს და წესით, ლადო ბოცვაძეს უნდა შევხვდეთ დეტალების გასაცნობად" - ამბობს სარალიძე.

ავტორი: