წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში წლის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოში "პრაიმტაიმს" განუცხადეს.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ჯერჯერობით, უცნობია სხდომის გამართვის კონკრეტული თარიღი.
წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. 2018 წელს სინოდის მხოლოდ ერთი სხდომა, 21 ივნისს გაიმართა, შესაბამისად, მეორე სხდომა, წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს.