საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო კვიტაშვილი, მეორედ დაქორწინდა.
ამის შესახებ ექს-მინისტრი, სოციალურ ქსელში, პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ წყვილმა, 6 თვის წინ იქორწინა.
სანდრო კვიტაშვილის მეორე მეუღლე, უკრაინელი ანასტასია ოსტროვსკაიაა. წყვილი, ამჟამად აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს.
შეგახსენეთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი, 2010-2013 წლებში, თსუ-ის რექტორი იყო. მისი პირველი მეუღლე, ნიკოლ ჟორდანია იყო, რომელთანაც ჰყავს ვაჟი, ნიკოლოზი. ნიკოლ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჟებ ჟორდანიას შვილია.
იხ. ფოტოები: