12 დეკემბერს, ინდოეთში, ინდოელმა მილიარდერის ქალიშვილის, გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელიც მსოფლიოში, ყველაზე ძვირადღირებულ ცერემონიად ჩაითვლება. ინდოელი ბიზნესმენის მუკეშა ამბანის ქალიშვილმა, იშამ, მის შეყვარებულზე, ანანდა პირამალისთან იქორწინა. ცერემონია, 100 მილიონი დოლარი დაჯდა.
სააგენტო Woman.ru-ს ინფორმაციით, ინდოეთის ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა და ნავთობის მაგნატმა, მისი 27 წლის ქალიშვილი, 33 წლის ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილზე გაათხოვა. ქორწილის ცერემონია, მუმბანის ცენტრში, ამბანის საკუთარ, 27 სართულიან ცათამბრჯენში გაიმართა.
სახლი, ცოცხალი ყვავილებით და გირლანდებით იყო მორთული. სტუმრების სია, იმდენად დიდი იყო, რომ მაგნატს, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების არენდით აღებაც კი მოუწია. სტუმრებს შორის, უამრავი ცნობილი ვარსკვლავი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მსახიობი პრიანკა ჩოპრა, მეუღლესთან, ნიკ ჯონასთან ერთად, აიშვარია რაი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.
ოჯახის ახლო მეგობარი, ამერიკელი პოლიტიკოსი, ჰილარი კლინტონი, ცერემონიაზე, ინდურ ტრადიციულ სამოსში, სარაში პოზირებდა. ახალგარზდებს, დღესასწაული მოდელმა ნატალია ვოდიანოვამაც მიულოცა.
გრანდიოზული ქორწილის, წინა სადღესაწაულო ცერემონია, ინდოეთის ქ. უდაიპურში მიმდინარეობდა, სადაც ესწრებოდა მომღერალი ბიონსე, რომელმაც მისი საუკეთესო ჰიტები შეასრულა.
მილიარდერი მაგნატი, მუკეშა ამბანი, ქალაქის მაცხოვრებლებს, მადლიერების ნიშნად, სადრესასწაულო სადილით გაუმასპინძლდა, რომელივ 5 100 ადამიანზე იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, მან ქ. უდაიპურის ცენტრში, ბაზრობა გახსნა, სადაც ყველა სტუმარს, საშუალება მიეცა, ინდოეთის კულტურას და ტრადიციებს გაცნობოდა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: