„დეიდას ხომ დედიკოს სუნი ასდის, გულზე მეწვინა ისე გავზარდე“ - მაგდა პაპიძის და ემოციურ წერილს აქვეყნებს

16:36 12-18-2018
2165

ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

19 დეკემბერი მოდის. ისევ ავირიე...როცა ფიქრებში ბავშვთან მივდივარ გონებას ვერ ვიმორჩილებ....ნელი კადრებით ტრიალებს ის წუთები როცა დაიძახეს :”ცხედრები მოასვენეს “ და მე მახსოვს კედელს ამოვეფარე, ისე შემცივდა ხელ-ფეხი გამეყინა და ხმები ექოებად მესმოდა ყურებში. ბავშვის ტანსაცმელი გაამზადეთ, ჩავასვენოთო...მარტო ის მახსოვს შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი და ცივ დერეფანში ერთ წერტილს ვუყურებდი....არავინ კიოდა ....ვერავინ ტიროდა ყველა შოკში იყო მაგრამ მე ნელა შევედი ოთახში, სადაც ცხედრები დაასვენეს... ისეთი შოკი მქონდა ბავშვს შესცივდა საყინულე გამოურთეთთქო ვტიროდი..,,მახსოვს თოკოს რომ გადავეფარე ყინვა მომაწვა. საყინულეში იწვა ბავშვი და სიცივემ მომიყვანა გონზე....ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ....გავიხედე გვერდით დაჩეხილი ჩემი სიძე ისიც საყინულეში .....19 დეკემბერი ეს არის ჯოჯოხეთი !!!!!! ვზრდიდი და ვუვლიდი. ბავშვი მენატრება ძალიან....ძალიან ცუდი დღეები მაქვს... ჩვენ, ვისაც დისშვილები დაგვეღუპა, რა დავაშავეთ მზრუნველმა დეიდებმა. დეიდას ხომ დედიკოს სუნი ასდის. გულზე მეწვინა ისე გავზარდეთ, სუნთქვას ვუსმენდი რომ ეძინა“, - წერს ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავად მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს.