მსოფლიო რაგბმა სოსო მათიაშვილის ლელო კიდევ ერთხელ გამოარჩია

16:40 12-18-2018
179

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, სოსო მათიაშვილის ლელო, რომელიც მან კანადის ეროვნულ ნაკრებს დაუდო კიდევ ერთხელ გაიხსენა.

FACEBOOK-ის ოფიალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ვის ახსოვს ეს ეპიკური ლელო? საქართველოს ნაკრების მორაგბის, სოსო მათიაშვილისთვის დრო გაჩერდა, როდესაც მან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო გაიტანა.“

კანადის წინააღმდეგ „ბორჯღალოსნებმა“ 54:22 გაიმარჯვეს. სოსო მათიაშვილის მიერ 68-ე წუთზე დადებული ლელო კი არაერთხელ მოექცა მსოფლიო რაგბის ყურადღების ცენტრში.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე