დავით კირკიტაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

10:13 12-19-2018
101

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

კირკიტაძე თელავის პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული და დაკავების დღიდან შიმშილობს. 

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.