კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა (ფოტოკოლაჟი)

12:50 12-19-2018
817

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაქარია ჭელიძე ,,ფეისბუქზე'' თბილისის მერის კახა კალაძის და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებთან ერთად ჭელიძე ემოციურ პოსტს წერს.

გილოცავთ ნიკოლოზობას

ახლა მოგიყვებით ისტორიას რომელსაც დღეს შევესწარი.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს . მე როცა დრო მაქვს ვცდილობ გადავიღო .
საღამოს წავედი ჩემი მეგობრის Mziko Kalandadze სანახავად

რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს . 
იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოეული იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი.

ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე .
კახი ესაუბრა ბავშვებს , შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა .

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა . ბევრი გაიფიქრებს აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ , არც უფიქრიათ , არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს .

ვინც მიცნობთ იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვების მიმართ . ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა .

მეგობრობა გადაგვარჩენს , გვერდში დგომა , გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება . 
რაც მთავარია თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ .

ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული ? 
ბევრს აქვს ფული მაგრამ გული ? 
ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი ?

ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით, - წერს ზაქარია ჭელიძე.