ახალი ორლეანის მაცხოვრებლები, რომლებიც 2015 წლის ქარიშხალის კატრინას გამო დაზარალდნენ, ბრედ პიტს, სასამართლოში უჩივიან. ცნობილია, რომ მსახიობმა, Make It Right საქველმოქმედო ფონდიდან, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები აუშენა, რაც მოსახლეობაში არეულობა გამოიწვია, რადგან სახლები, უკვე ნგრევის პირას არის და მოსახლეობას, არ გააჩნია სახსრები, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის.
საქველმოქმედო ფონდის Make It Right-ის წარმომადგენლები, დაზარალებულ მოსახლეობას დაპირდა, რომ დაბრუნდებოდნენ და სარემონტო სამუშაოებს შეასრულებდნენ. მაგრამ პირობა, არ შეასრულეს. რამდენიმე დაზარალებული, აცხადებს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
გარდა ამისა, ორლეანის მოსახლეობა აცხადებს, რომ საქველმოქმედო პროექტი, ჰოლივიდის ვარსკვლავებისთვის, კარგი რეკლამა აღმოჩნდა.
ბრედი, მოსახლეობას, თხოვნით მიმართავს, რომ შეწყვიტონ გამოძიება და თავის ტავზე იღებს პასუხისმგებლობას, საცხოვრებელი სახლების, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი. საქველმოქმედო ფონდის Make It Right-ის მონაცემებით, სახლების სარემონტო სამუშაოების ღირებულება, 20 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ Make It Right-ის საქველმოქმედო ფონდმა, 200 000 დოლარის სახლები შეიძინა. იმ ეტაპზე, ფონდის წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ, რომ სახლების უმეტესობა, დაბალ ფასებში შეისყიდეს, მაგრამ შენობები, უკვე ნგრევის პირას არის და მოსახლეობას, საფრთხე ემუქრება. დაზარალებული მოსახლეობა შოკშია და გამოსავალს ეძებს, რა სახსრებით გაარემონტონ შენობები.
იხ. ფოტოები: