საქართველომ 6 ერში შეაბიჯა

16:04 12-19-2018
399

ექვსი ერის და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯი ექვსი ერის თამაშზე იმსაჯებს. იფნორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

9 მარტს ნიკა ამაშუკელი ინგლისისა და იტალიის 20 წლამდე ნაკრებების შეხვედრაში ცენტრალური მსაჯი იქნება.

არ ველოდი ექვსი ერის თამაშზე დანიშვნას. 20-წლამდელთა ექვსი ერი ელიტის ნაწილია და ეს როგორც ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ექვსი ერი დაკეტილი საზოგადოებაა და პირველად ხდება, რომ ამ ტურნირში არა ექვსი ერის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის ჩაერთვება. იქ უდიდესი კონკურენციაა, უმაღლესი დონის მსაჯები მუშაობენ და მათთან ერთად უდიდეს გამოცდილებას შევიძენ, რაც საბოლოოდ ისევ ქართულ რაგბს წაადგება. ჯერ არ ვიცი ვინ იქნებიან ჩემი ასისტენტები. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას, რადგან ინგლისში, ინგლისის ნაკრების თამაშის მსაჯობა დიდი პატივი და საპასუხისმგებლო საქმეა. ვიცით როგორ უყურებენ ინგლისელები რაგბის თამაშებს და დიდი ინტერესით ველოდები მომავალი ვარსკვლავების შეხვედრას, ასევე შეფასებას მაყურებლისგან და სპეციალისტებისგან.“ - ციტირებს ნიკა ამაშუკელის სიტყვებს site.rugby.ge

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე