ალა პუგაჩოვას საზოგადოება ურჩევს, სცენას აღარ დაუბრუნდეს - "პენსია არ ყოფნის, ბავშვებს ხომ აღზრდა სჭირდება"

16:10 12-19-2018
1337

ლეგენდარული მომღერლის, ალა პუგაჩოვას, საიუბილეო კონცერტის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. პრიმადონას თაყვანისმცემლებისთვის, ეს მეტად სასიხარულო ამბავია, მაგრამ ინტერნეტ-მომხმარებლების ერთმა ნაწილმა, მომღერალის მიმართ, კრიტიკული განცხადებები გაავრცელა. ისინი აცხადებენ, რომ მისი ხმა უკვე, ის აღარ არის და ამის გამო, მის გამოსვლას, აზრი არა აქვს.  

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვამ, ინსტაგრამზე საკონცერტო აფიშა - ალა პუგაჩოვა. პ.ს. გამოაქვეყნა, რომელიც 17 აპრილს, მისი 70 წლის იუბილედან, რამდენიმე დღეში გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება, ორად გაიყო. სოციალურ ქსელში. კომენტარები არ ცხრება. პრიმადონას თაყვანისმცემლები მოუწოდებენ, რომ ბოროტი ადამიანების სურვილს, არ დაემორჩილოს. ზოგი თვლის, რომ პუგაჩოვას, შეუძლია ფონოგრამაზე იმღეროს, ის ხომ ცოცოხალი ლეგენდაა. 

სავარაუდოდ ფონოგრამაზე იმღერებს, სიგარეტისგან, დიდი ხანია, ხმა ჩახლეჩილი აქვს. იყო დრო - იყო ალა და ხმა. თუ აღარ გაქვს ხმა და ვეღარ მღერი, სახლში იჯექი. რატომ ირცხვენს თავს ამ სიბერეში? უკვე დიდი ქალი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ ვეღარ მღერი, ისე, როგორც ადრე. რატომ გაგიჟდი? იჯექი სახლში და ლექსები წერე. სხვა რამეში გამოსცადე თავი, რატომ ირცხვენ საკუთარ თავს- წერენ კომენტარში. 

ალბათ პენსია არ ყოფნის, ბავშვებს ხომ აღზრდა სჭირდება, ძიძა, გუვერნანტები და ა.შ. - წერენ კომენტარებში. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე