ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მილა იოვოვიჩმა, 17 დეკემბერს, დაბადების 43 წლის იუბილე აღნიშნა. მსახიობმა, სოციალურ ქსელში, ოჯახური ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:
დილით გავიღვიძე და აბა გამოიცანით რა მოხდა? - 43 წლის გავხდი. არც ისე სასიამოვნია ასაკის მატება, მაგრამ თან რაღაც მიხარია. გამოგიტყდებით, რომ ასეთი ბედნიერი, არასდროს არ ვყოფილვარ. საოცრად კარგი ოჯახი მყავს. ჩემი მეუღლე, პატივს მცემს, მე ის, მთელ ქვეყანას მირჩევნია. ჩემი შვილები ჩემს გვერდით არიან, მუდამ მხიარულებაა ჩვენს ოჯახში. რაც მთავარია, ჯანმრთელად არიან. მყავს, ძალიან კარგი და კეთილი მეგობრები, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. მყავს მშობლები, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს. ჩემი კარიერა, ჩემს თავგადასავლებს, ავსებს, საინტერესო ისტორიებით, რაზეც ვერასდროს ვერ ვიოცნებებდი. ასე ჯანმრთელად და ჰარმონიულად, არასდროს არ ვყოფილვარ. ეს, ენერგიას, მაღალ დონეზე მმატებს და ჩემი სული - პოზიტიური ხდება. მადლობელი ვარ, ასეთი დიდი საჩუქრისთვის. ბედნიერი ქალი ვარ - წერს მილა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, მილა იოვოვიჩი, მესამედ გათხოვდა. მისი რჩეული, რეჟისორი პოლა ანდერსონია, რომელთანაც ქორწინებამდე, 7 წლის ურთიერთობა აკავშირებდა. წყვილს, ორი შვილი ჰყავს.