შერმადინის 9 ქულა და „უნიკახას“ გამარჯვება ევროთასზე (ვიდეო)

11:07 12-20-2018
49

საკალათბურთო ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახა“ საკუთარ მოედანზე „ფიატს“ შეხვდა და 89-68 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

ქართველი ცენტრის გუნდმა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე 8 მოგებით  მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე