მსახიობი იენ გლენი, „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის გადაღებებს იხსენებს. ჯორაჰ მორმონტის როლის შემსრულებლის განცხადებით, ეს პირველი სეზონი იყო, როდესაც მსახიობები დასხნდენ და, გადაღებების დაწყებამდე, მთლიანი სცენარი დასაწყისიდან ბოლომდე წაიკითხეს. იენ გლენის თქმით, სცენარის რამდენიმე მომენტი მსახიობებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მსახიობი განმარტავს, რომ შოუს ფინალური 6 სერია ფენომენალურია და სცენარისტებმა მოლოდინს გადააჭარბეს. იენ გლენმა ისიც აღნიშნა, რომ სცენარის წაკითხვის დღეს, არაერთმა მსახიობმა იტირა.
BBC-ის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში იენ გლენი იმასაც აღნიშნავს, რომ ფინალურ სეზონზე მუშაობა მსახიობებისთვის განსაკუთრებით რთული იყო. ამის მიზეზი პროდიუსერების პარანოია გახდა. მას შემდეგ, რაც გასულ სეზონზე, რამდენიმე სერია პირატულად გავრცელდა, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გაამკაცრეს. მსახიობის თქმით, მათ სცენარის შესახებ არც-ერთი სიტყვის თქმის უფლება არ ჰქონდათ და თავადაც მასალებს მკაცრად დაცული ელექტრო-მოწყობილობებიდან კითხულობდნენ.
„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა 2019 წლის აპრილში გაიმართება.
ავტორი: მარიამ გიგანი