დიმიტრი გაბუნია ცქიტიშვილზე: "თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს თავისი უფლებამოსილება"

13:14 12-20-2018
194

„საბედნიეროდ დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა" - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას.

"მის კომპეტენციას სცილდება და მე ვთხოვ, ბატონ დიმიტრის, თავის კომპეტენციის ფარგლებში, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს თავისი უფლებამოსილება" - თქვა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მისი ნება რომ ყოფილიყო, დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე არ დანიშნავდა, თუმცა ეს მხოლოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი იყო.

ავტორი: