თაფლობის თვიდან დაბრუნებული კვენტინ ტარანტინო, პირისპირ "შეეჩეხა" ყაჩაღურ ბანდას, რომლებმაც სახლი გაუქურდეს

13:22 12-20-2018
966

რამდენიმე დღის წინ, ოსკაროსანი რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს, ლოს-ანჟელესში მდებარე საცხოვრებელ სახლი, გაქურდეს.

საინფორმაციო პორტალ TMZ-ს წყაროს ცნობით, დამნაშავე პირები, იძულებული გახდნენ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ სახლი, რადგან კვენტინი, სწორედ იმ დროს დაბრუნდა, როცა ნაქურდალი ნივთები, სახლიდან გაჰქონდათ.

რეჟისორი და მისი მეუღლე, დანიელა პიკი, თაფლობის თვიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათ სახლში უცხო პირები შეიჭრნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ტარანტინო, რომელიც სახლში დაბრუნდა, ქურდებს პირისპირ შეეჩეხა. ქურდებმა, სახლის მეპოტრონის გამოჩენისთანავე, ფანჯრიდან გაპარვა მოახერხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვირფასეულობა და უამრავი სხვა ნივთის გატანა, მაიც შესძლეს.

ლოს-ანჟელესის პოლიციამ, ვიდეოთვალის ჩანაწერებით აღმოჩენილი, დანაშაულებრივი ჯგუფის მიმართ, ძებნა გამოაცხადა.

ჯერჯერობით, უცნობია იმ ძვირფასი ნივთების სია, რომელიც დამნაშავეებმა სახლიდან გაიტანეს.

შეგახენებთ, რომ 55 წლის, ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, 35 წლის, ისრაელელ მომღერალსა და მოდელ დანიელა პიკზე დაქორწინდა. წყვილმა, ცერემონია 28 ნოემბერს, ლოს ანჟელესში გადაიხადა. კვენტინი და დანიელა, ერთმანეთს, 2009 წელს შეხვდნენ, როდესაც რეჟისორი, მხატვრულ ფილმს უსახელო ნაბიჭვრებს იღებდა, ხოლო 2017 წელს დაინიშნენ. ეს, წყვილისთვის პირველი ქორწინებაა. 

რამდენიმე ხნის წინ კი, ზუსტად ამ მეთოდით, უცნობმა პირებმა, მომღერალ, რიანას სახლი გაქურდეს.

სავარაუდოდ, ლოს-ანჟელესში, მოქმედებს ქურდების ბანდა, რომლებიც ცნობილი ვარსკვლავების სახლებს აყაჩაღებენ.

იხ. ფოტოები:    

        

 

ავტორი: რუსა ღვანიძე