“ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო, ჩვენს ქვეყანაში მაგრამ დღეს ასევე დავინახეთ რომ სასამართლო არის უტიფარიც,-ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
“ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო, ჩვენს ქვეყანაში მაგრამ დღეს ასევე დავინახეთ რომ სასამართლო არის უტიფარიც. პროკურატურის უტიფრობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აპელირება იმაზე, რომ ადამიანი განზრახვით მოქმედებდა, ადამიანი მიიმალება, ეს პირველად არ გაუკეთებიათ. ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება,-განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, კირკიტაძე უკანონოდაა დაკავებული.
ივანიშვილმა მოსახლეობის ნახევარი გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებდ, რომლებსაც შეუძლია, შეურაცხყოფა მიაყენო, მოქალაქეებად, რომლებსაც თავზე შეგიძლია, კონსტიტუცია გადაახიო. მოქალაქეებად, რომლებიც კანონის უტიფარი გამოყენებით შეიძლება, დასაჯო, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები დღეს საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და მხოლოდ და მხოლოდ, თუ შეეტენები ივანიშვილს და თუ შეეტენები ქართულ ოცნებას, მაშინ იქნები კარგად. ეს არის გამოწვევა - 800 000 ადამიანს, მოსახლეობის ნახევარს გვეუბნებიან, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ადამიანები. ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში ”- განაცხადა გიგი უგულავამ,- აღნიშნა გიგი უგულავამ.