"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ გურჯაანში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე უსამართლოდ დაკავებულია და ის პოლიტიკური პატიმარია,
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარია გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
„საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხო. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები. ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილები, მაგრამ არ დავემორჩილებით უკანონო მოთხოვნას. ჩვენი დასაცავი გახდებიან, მათ შორის ფიზიკური დასაცავები ამ ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები. ესენი არიან კლასიკური, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები, ანუ ლაჩრები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც მელიამ აღნიშნა, დავით კირკიტაძე კლასილური პოლიტიკური პატიმარია.
„ახლა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ გამაგიჟოთ, მოსამართლეს რაღაცა რომ წასცდენოდა, ცოცხალი ვერ გამოასწრებდა, რისთვის იდგნენ იქ სუს-ის თანამშრომლები.დამუშავებულ, დამჟავებული მოსამართლეები ჰყავთ. არის ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ კირკიტაძეს გაათავისუფლებდნენ? არავის აღარ ეშინია ბიძინა ივანიშვილის. კლასიკური პოლიტიკური პატიმარია, არ ეწყინებათ ჩვენს მეგობრებს ვინც ციხეში არიან ან დევნაში არიან, დავით კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ოპოზიციაში მყოფი სხვა ქალაქში ატარებ დემონსტრაციას, გზას კამაზით ჩაგიხერგავენ, არ გიშვებენ, შენ ეუბნები, რომ გაგიშვან და ამის გამო დაიჭერენ, ეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. იქ არანაირი პოლიცია არ მჯდარა, ეს იყო ფორმიანი დამნაშავე, ყველაფერს ვეცდებით, ჩვენ რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ხელისუფლება”, – განაცხადა მელიამ.