მიშელ ობამა პარიზში, დემნა გვასალიას ბოლო კოლექციის სამოსში პოზირებდა (ვიდეორგოლი)

14:53 12-20-2018
4890

მიშელ ობამამ, ახალი წიგნი გამოსცა, რომელმაც ამერიკაში 2018 წელს გაყიდვების რეკორდი, პირველ 15 დღეში მოხსნა. მიშელმა, წიგნთან დაკავშირებული ტური, ბალენსიაგას სამოსით დახურა.

ბრუკლინში მიშელ ობამა, დემნა გვასალიას ბოლო კოლექციით გამოჩნდა, რომელიც პარიზში იქნა წარმოდგენილი.

დემნა, საჯარო გამოჩენებისთვის, სელებრითებს არ უგზავნის ლუქს, რომელიც გაყიდვაში არაა, მაგრამ როცა მიშელ ობამა რეკავს, გამონაკლისი შეიძლება.

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, ბალენსიაგას, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით, ბრუკლინში, ახალი წიგნის წარდგენაზე.

ფეხსაცმელი, ბალენსიაგას 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონიდან არის და ღირებულება, 4000 დოლარია. კაბა, ჯერ გაყიდვაში არაა - წერენ Demna Gvasalia Daily-ის პირად გვერდზე. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მი­შელ ობა­მა, სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­თან, გადაცემაში, სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ, Balenciaga-ს ოთხი ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ჩექ­მით და ყვი­თე­ლი კაბით მივიდა. კაბა Balenciaga-ს 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი - ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის, მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, დემ­ნა გვა­სა­ლი­აა.

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: 



ავტორი: რუსა ღვანიძე