ზაზა სარალიძე შს მინისტრის მოსასმენად ქუთაისის პარლამენტში ჩავა

16:09 12-20-2018
60

ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასთან კითხვებზე პასუხების მოსასმენად ქუთაისის პარლამენტში ჩავა - ამის შესახებ სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

„დიდი სურვილი მაქვს თავად დავესწრო ამ სხდომას. ჩავალ ქუთაისში სხდომის დაწყების დროს და ვეცდები პირადად მოვუსმინო იმ კითხვებზე პასუხებს, რაც დაისმება გიორგი გახარიას მიმართ“ - განაცხადა სარალიძემ.

შს მინისტრი გიორგი გიორგი გახარია ხვალ ქუთაისის პარლამენტს ეწვევა და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს