მაკიაჟის მომხმარებელი მამაკაცების რაოდენობა იზრდება (ვიდეო)

16:30 12-20-2018
132

მამაკაცების მიერ მაკიაჟის მოხმარება განსაკუთრებით პოპულარული სამხრეთ კორეაშია. იქ ეს ტენდენცია და საზოგადოების მხრიდან მიმღებლობა ყოველწლიურად იზრდება.

ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებში, მამაკაცების მიერ კოსმეტიკური საშუალებების შეძენის ფაქტმა, გასულ წელთან შედარებით 130%-ით იმატა. თუკი შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მამრობითი სქესის წარმომადგენლების უმეტესობა საპარს საშუალებებს ყიდულობს, აზიაში მეტი წილი სახის მოვლის პროდუქტებსა და კოსმეტიკაზე მოდის.

სამხრეთ კორეელი მამაკაცები YouTube-ის მეშვეობით, სხვადასხვა სტილის მაკიაჟის გაკეთების ინსტრუქციებსაც ავრცელებენ და მოხმარებლებს რჩევებს აძლევენ.

აღნიშნული ტენდენცია მოდის სახლ „შანელს“ არ გამოპარვია და უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა მამაკაცების ხაზზე.

ავტორი: მარიამ გიგანი