"ნაციონალური მოძრაობა" და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ"- სოფო კილაძე

16:33 12-20-2018
84

"ნაციონალური მოძრაობა" და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქალი, დედა,  ოდითგანვე ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა და ქალის დაკნინების მცდელობა ლაჩრობაა.

"ქალი პოლიციელები ისეთივე თავდადებით შრომობენ ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, როგორც კაცი პოლიციელები. ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ. თუმცა, ამ სიცრუეზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობა ქალებს და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს. ქალი, დედა, ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და მას არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმ პოლიტიკოსების მიერ ბავშვის და ქალის დაკნინების მცდელობა მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ უღირსი, დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს ბავშვი და ქალი დააკნინოს,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.