"ძალიან მიყვარხარ... მეგან, ეს შენი მამაა და ეს შობაა" - მეგან მარკლის მამამ, დედოფალს, საშობაო საჩუქარი სთხოვა (ვიდეორგოლი)

16:34 12-20-2018
1644

მეგან მარკლის მამამ, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებს ინტერვიუში განუცხადა, რომ ქალიშვილს, ტექსტურ შეტყობინებას, ყოველ დღე უგზავნის, მაგრამ ჰერცოგინია, მამის წერილებს, არ პასუხობს.

ტომას მარკლის სურს, რომ დედოფალი, დაეხმაროს იმ განხეთქილების მოგვარებაში რომელიც მეგანმა, სრულიად შეუმჩნეველი დატოვა.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, ტომას მარკლმა, განცხადება, ბრიტანულ ტელეარხზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ დედოფალი ელისაბედ მეორე, შობის დღესასწაულის პატივისცემის ნიშნად, ქალიშვილთან და სიძესთან რომელსაც პირისპირ სალაპარაკოდ, ჯერ არ შეხვედრია, ურთიერთობებს დაულაგებს.

მეგანი, ყოველთვის მოწესრიგებული ადამიანი იყო, ეს მისი ნატურაა, მაგრამ ესეთი უხეში, არასდროს არ ყოფილა. ადრე ყოველთვის მცემდა პასუხს - ამბობს ინტერვიუში ტომასი. 

მეგანის მამის განცხადებით, თომასი, ჯერ კიდევ ქორწილამდე, მეგანისგან, საპასუხო შეტყობინებებს იღებდა. 

ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი რატომ ხდება. ძალიან მიყვარს ჩემი გოგო და მინდა, რომ ხელი გამომოწოდოს, მომწეროს, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე დამეხმაროს. ჩემთვის ადგილი გამოიძებნოს, მე ხომ მისი მამა ვარ - ამბობს თომასი. 

გადაცემის მსვლელობის დროს, სასექსის ჰერცოგინიას, ტომასმა, პიდაპირ ეთერში, კამერების წინ მიმართა:

ძალიან მიყვარხარ. ძალიან მინდა, შენგან ამბავის გაგება. ცხოვრებაში, როგორი სიძნელეებიც არ უნდა გამოგიჩნდეს, ჩვენ ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ - ამბობს მეგანის მამა. 

ტომასმა, ჰერცოგინიას ფეხმძიმობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეგანი, შვილის გაჩენის შემდეგ, აუცილებლად შეიცვლება და ჩვენს შორის გაჩენილ, ოჯახურ ბარიერის გადალახვაში დაეხმარება. ის, საუკეთესო დედა იქნება, რაც საშუალებას მისცემს, ჩვენს შორის, კონტაქტები გააუმჯობესოს. 

ტომასმა, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალდაბადებულ შვილიშვილს, პატარა მეგანს, ან პატარა ჰარის ნახვის საშუალებას, სავარაუდოდ მისცემენ. 

ვართ თუ არა სამეფო ოჯახის წევრები, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით, შობის დღესასწაულის დღეებში - ამბობს ჰერცოგინიას მამა.

თუ მეგანი ამ გადაცემას უყურებს - ვხვდები, რაც იქნება, ეს ხომ ინტრიგაა... მეგან, ეს შენი მამაა და ეს შობაა. ძალიან ვწუხვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს, დაუშვებელია - რაც უფრო გამწვავდება სიტუაცია, ჩვენ ყველანი, უფრო ცუდად ვიქნებით - ამბობს ტომასი.  

ინტერვიუსთან დაკავშირებით, კენსინგგტონის სასახლის წარმომადგენლებმა, კომენტარისგან თავი შეკავეს. სავარაუდოდ, არც მეგანს გადასცეს, ეს ინფორმაცია.

იხ. ფოტოლოლაჟი და ვიდეორგოლი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე