ვლადიმერ პუტინი დაქორწინებას აპირებს (ვიდეო)

16:55 12-20-2018
1314

რუსეთის პრეზიდენტი დაქორწინებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 ჟურნალისტმა ალექსანდრ იუნაშევმა მას შეკითხვა დაუსვა თუ როდის აპირებს იგი დაქორწინებას. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, "როგორც წესიერ კაცს შეეფერება" ადრე თუ გვიან თავადაც იქორწინებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მეუღლეს 2013 წელს დაშორდა. 

ავტორი: მარიამ გიგანი