"რა კავშირშია პოლიტიკური შეხედულებები მეუღლის საქმიანობასთან" - მამუკა გამყრელიძე დათო ოქიტაშვილს პასუხობს

18:24 12-20-2018
234

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი და საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე სოციალური ქსელით ნინო ანანიაშვილზე დათო ოქიტაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

მოვედით დეპოში. უკვე ნინო ანანიაშვილის წინააღმდეგაც ააგორეს ბინძური კამპანია. ...შემოდიოდა სიკვდილი ცელით ! - დაწერა გამყრელიძემ.

პრაიმტაიმი ვრცელი კომენტარისთვის მამუკა გამყრელიძეს დაუკავშირდა. ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ანანიაშვილისა და მისი მეუღლის საქმიანობა ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამიტომ ეს განცხადება სამარცხვინოა.

რა კავშირშია პოლიტიკური შეხედულებები მეუღლის საქმიანობასთან. ერთი ხელოვანია, მეორე პოლიტიკოსი.

პოლიტიკოსი რა განცხადებებს აკეთებს და რა ნაბიჯებს დგავს რა კავშირში უნდა იყოს მისი მეუღლის საქმიანობასთან. ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი 30-იანი წლების დევნას - უთხრა გამყრელიძემ პრაიმტაიმს.

გამყრელიძის თქმით, ნინო ანანიაშვილმა არანაირი განცხადება არ უნდა გააკეთოს. 

ეს არის აბსურდი, არანაირი განცხადება არ უნდა გააკეთოს - დასძინა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

ან უნდა გადადგეს ან გამოვიდეს და თქვას რომ ის ემიჯნება მისი მეუღლის განცხადებას - ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ანანიაშვილზე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა და ხელოვნების, მასმედიის და სპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა.