პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს

09:46 12-21-2018
65

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატურას წარადგენს ცესკოში, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟვანიას თქმით, დღეს, 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით შემოთავაზებებს მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც შეხვედრაზე დასახელდა. ასევე, პრეზიდენტს გაეგზავნება მათი ბიოგრაფიებიც.

გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ოთხი კანდიდატურა დასახელდა. ეს კანდიდატებია: თამარ ჟვანია - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია.