გოგა ბითაძე ევროლიგაზე ითამაშებს!

10:50 12-21-2018
79

საქართველოს ნაკრებისა და „მეგა ბიმაქსის“ ცენტრი გოგა ბითაძე სეზონის ბოლომდე პოდგორიცას „ბუდუჩნოსტის“ ღირსებას დაიცავს. როგორც „მეგა ბიმაქსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება ბითაძე ახალ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.

„ბუდუჩნოსტი“ მონტენეგროში დაარსებული კლუბია და ადრიატიკის ლიგის გარდა, ევროლიგაშიც გამოდის, სადაც 3 მოგებითა და 10 წაგებით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. ადრიატიკის ლიგაზე ბითაძის ახალი კლუბი 8 გამარჯვებითა და 3 მარცხით მეორე პოზიციას იკავებს.

„ბუდუჩნოსტში“ გადასვლის გამო, ქართველი ცენტრი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს შეხვედრებში სავარაუდოდ ვერ დაეხმარება.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე