ბიულეტენების ნაკლებობის გამო კონგოში არჩევნები გადაიდო (ვიდეო)

11:57 12-21-2018
51

კონგოს რესპუბლიკაში ბიულეტენების ნაკლებობის გამო არჩევნები გადაიდო. საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ 5 მილიონი ბიულეტენი შეუკვეთეს, თუმცა ჯერ მხოლოდ 1 მილიონი მიიღეს. საპრეზიდენტო არჩევნები 23 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა დარჩენილი 4 მილიონი ბიულეტენი მზად მხოლოდ 22-ში იქნება.

შექმნილი ვითარების გამო, საარჩევნო კომისიამ არჩევნების თარიღი 30 დეკემბრამდე გადაწია. ამას მოსახლეობის ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აქტივისტების განცხადებით ხალხი უმუშევარია და ჯანდაცვის პრობლემა ქვეყანაში მწვავედ დგას, რაშიც მოქმედ პრეზიდენტს ჯოზეფ კაბილას ადანაშაულებენ და რეჟიმის დროულად შეცვლას ითხოვენ.

ავტორი: მარიამ გიგანი