ჩეხეთის რესპუბლიკის სოფელ სტონავას მახლობლად მდებარე ქვანახშირის მაღაროში მეთანის გაზის აფეთქება მოხდა. ინციდენტის დროს დაიღუპა მაღაროს 5 მუშა და დაშავდა 10. რვა ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება ზედაპირიდან 800 მეტრის სიღრმეზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
ავტორი: მარიამ გიგანი