შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში დღეს ჩანიშნულ სიტყვის გამოსვლას, ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ეხმაურება.
ბოკუჩავას თქმით, გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე ლოტონის სიტყვებით წარსდგება.
„ეს ადამიანი წესით დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს, იმიტომ რომ პირადად არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრ უკანონო დავალებაზე, მათ შორის ვკითხავთ მას, ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოიძიეს და არ დასაჯეს შესაბამის პირები სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, ახალქალაქში ოპოზოციის წევრების უმოწყალოდ ცემაზე, ონში, მათ შორს მინისტრის მოადგილე საბანაძის მამის დანაშაულებრივ ქმედებაზე, ია კერზაიას გარდაცვალებაზე, უმარავი მწვავე კითხვაა და მე ნამდვილად არ ველოდები, რომ მივიღებთ რეალურ პასუხებს იმიტომ, რომ თავად დანაშაულის დამკვეთი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გიორგი გახარია, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით“– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტში გიორგი გახარიას 14:00 საათზე მოუსმენენ.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე