მომღერალი დონალდ ტრამპი- ნახეთ აშშ-ს პრეზიდენტი ფიწლითა და ფერმერის სამოსით (ვიდეო)

12:30 12-21-2018
133

დონალდ ტრამპი ფერმერის სამოსში და ფიწლით ხელში - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალური ქსელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე, 2005 წლის ვიდეო გააზიარა. იგი Emmy-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, მსახიობ/კომიკოს მეგან მულალისთან ერთად სიმღერას ასრულებს.

ასე დააანონსა ამერიკის პრეზიდენტმა, ფერმერთა ახალი კანონის ძალაში შესვლა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან 15 წუთში მან ხელი მოაწერა "სოფლის მეურნეობის გაუმჯობესების აქტს", რაც 400 მილიარდ დოლარიანი პროექტია. 

ავტორი: მარიამ გიგანი