ინსტაგრამი - შოკი! მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II ბადისებრ კოლგოტში და სპორტულ შარვალში პოზირებს (ფოტოკოლაჟი)

13:55 12-21-2018
582

ინგლისის სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II, ინსტაგრამზე Balenciaga-ს ბრენდის და Met Gala-ზე რიანას მსგავსი დიზაინის სამოსში პოზირებს. ცხადია, რომ  ზოგიერთ პოლიტიკური ფიგურების პოპულარულობა, სწორედ რომ მუსიკალურ ესტრადის, მოდის ინდუსტრიის და კინემატოგრაფიის დამსახურებაა. ამის დამადასტურებელია, ბრიტანელი დიზაინერის, ფრედი სმიტსონის შემოქმედება, რომელიც ამავე დროსინსტაგრამ-აკაუნტის -freddiemade-ის ავტორია.  

სააგენტო Стиль РБК-ის ინფორმაციით დიზაინერი, არა მარტო, დედოფლის ფოტოებით პარაზიტობს, არამედ ცინიკურად იქცევა, ჭრის ფოტოს თავს და ფოტოშოპის საშუალებით, ქვეყნის მთავარ პირს, მოდელებს და ცნობილ ადამიანებს სახუმარო და გასართობი სურათების კოლექციებს ქმნის. სმიტსონი, ცდილობს, ერთ ტონში შეურჩიოს ქუდი და სამოსი. 

ვცდილობ, რაიმე ახალი დავამკვიდრო, ისეთი რომ ყველასთვის გასაგები გახდეს და ამავე დროს სასიამოვნო. მსოფლიოში, სადაც უამრავი ნეგატივი გვხვდება, მიხარია, რომ ადამიანები, თუნდაც ერთი წუთით გაიღიმებენ და კარგ განწყობაზე დადგებიან - ამბობს დიზაინერი. იხ. ფრედი სმიტსონის ინსტაგრამი.

ბრიტანეთის დედოფალი, დიზაინერ ფრედი სმიტსონის ინსტაგრამის შემოქმედების, მთავარი გმირი გახდა.

დიზაინერი, არა მარტო, მისი უდიდებულესობის ფოტოშოპით არის დაკავებული, არამედ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მისი მეუღლის, აშშ-ის  მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოკოლაჟს ქმნის. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე