სუპერმოდელი ზედმეტი წონით, სტრიებითა და ცელულიტით- ეშლი გრეჰემი ახალ ბიკინში ფოტოებს აქვეყნებს

14:05 12-21-2018
5747
თეგები: მოდამოდელი

 

პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდელმა, ეშლი გრეჰემმა საკუთარი საცურაო კოსტუმების ახალი კოლექცია წარადგინა.

31 წლის მოდელმა, ახალ ბიკინში გადაღებული ფოტოები თავის „ინსტაგრამ“ გვერდზე დადო.

ეშლი გრეჰემი ცნობილი სწორედ თავისი ფორმების შედეგად გახდა და დაამსხვრია ის სტერეოტიპი, რომ მოდელი აუცილებლად სიგამხდრესთან ასოცირდებოდა.

2016 წელს იგი ისტორიაში პირველი დიდი ზომის მოდელი გახდა, რომლის ფოტოც ჟურნალ Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოაქვეყნეს. მას შემდეგ, ეშლი გრეჰემი მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან თანამშრომლობს და საკუთარი ბიზნესიც აქვს. მან დიდი ზომის ქალბატონებისთვის საცურაო კოსტუმებისა და თეთრეულის ხაზი გამოუშვა.

წარმატებულ სამოდელო კარიერასთან ერთად, ეშლი გრეჰემი საჯარო გამოსვლებსაც აწყობს და საკუთარი პოდკასტიც აქვს. მისი საუბრის მთავარი თემა ქალის სხეულის ფორმებია. ეშლი გრეჰემი ცდილობს შეეხოს ისეთ პრობლემებს, რომლებიც ქალებში გავრცელებულ კომპლექსებთან არის დაკავშირებული. მოდელი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.  ეშლი გრეჰემის თქმით, საზოგადოება და განსაკუთრებით მოდის სამყარო ხშირად სასტიკად მკაცრია ქალის სხეულის ფორმებისა და სილამაზის სტანდარტების მიმართ, რაც მოდელის მოსაზრებით უნდა შეიცვალოს. საზოგადოებამ უნდა აღიქვას, რომ ზედმეტი წონა, სტრიები თუ ცელულიტები, ბუნებრივი მოვლენაა.

ავტორი: მარიამ გიგანი