ირაკლი აბესაძე შს მინისტრს: თვლით, თუ არა, რომ კარავში რამდენიმეთვიანი ცხოვრება ზაზა სარალიძისთვის არის პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული

16:23 12-21-2018
140

"ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის ციტატა წაუკითხა, რომლის მიხედვითაც ზაზა სარალიძე რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილს უნახავს.

„მინდა წაგიკითხოთ ციტატები ივანიშვილის გამოსვლიდან: „ყველამ ვიცით, რომ ის რუსთაველზე “ნაციონალურ მოძრაობას” ადგილს უნახავს. რად უნდა, რატომ ააგო კარავი? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ?“…

ბატონო გიორგი, იქნებ თქვენი პოზიცია მოახსენოთ ზაზა სარალიძეს, თქვენც თვლით თუ არა, რომ მისი გულისტკივილი და მისი პროტესტი არის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული. თქვენც თვლით თუ არა, რომ კარავში რამდენიმეთვიანი ცხოვრება ზაზა სარალიძისთვის არის პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული და ის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას უნახავს ადგილს, თუ ის რეალურად წუხს თავისი შვილის მკვლელობის საკითხის გამოუძიებლობით“, - ჰკითხა აბესაძემ გახარიას.

დღეს ქუთაისის პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

ავტორი: