სეპარატისტების საპროტესტო აქცია ბარსელონაში სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. კატალონიის დამოუკიდებლობის ათასობით მომხრე ქუჩებშია გამოსული. მათ 20-ზე მეტი საავტომობილო გზა გადაკეტეს.
საპროტესტო ტალღა დღეს ბარსელონაში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის ფონზე გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს თეთრი საღებავით სავსე ბოთლები დაუშინეს. არეულობას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.
ავტორი: მარიამ გიგანი