თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
გიორგი კახიანის განმარტებით, შუალედური არჩევნები აპრილის ბოლოს ჩატარდება. მისი თქმით, მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, რადგან წინ რამდენიმე თვეა. ვიბრძოლებთ, რომ ეს მანდატი მოვიპოვოთ, - განაცხადა კახიანმა.
სალომე ზურაბიშვილი, 2019 წლის, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე