მამუკა მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ, სხდომებს არ დაესწრონ, არ იმუშაონ და ეს „გააპრავონ”

15:48 12-22-2018
83

ნაციონალური მოძრაობის რიგგარეშე სხდომების ბოიკოტს მმართველი პარტია ეხმაურება. ფრაქციის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის სხდომებზე დასწრება არ სურს და პოლიტიკური ბოიკოტის ფორმა მოიფიქრეს.

„ხომ შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ნაწილში ნახევრად სიმართლე მაინც ილაპარაკოს? – აქაც ვერ ახერხებენ. სხდომებს რომ არ დაესწრონ, ბოიკოტი მოიგონეს. ეს ის მომენტია, როცა ცდილობენ, სხდომებს არ დაესწრონ, არ იმუშაონ და ეს „გააპრავონ”. რომ არა ახალი რეგლამენტი, ისინი სხდომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდნენ, როცა დასჭირდებოდათ – პროვოკაცია, ხმამაღალი განცხადებები და დესტრუქცია”, – განაცხადა მდინარაძემ.

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. განაცხადი პოლიტიკური მოტივებით გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე წაიკითხა.

 

 

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე