აქტიური ვულკანი და ცუნამის მორიგი საფრთხე ინდონეზიაში

11:19 12-24-2018
135

ინდონეზიაში ვულკანი ანაკ კრაკატაუ კვლავ აქტიურია. არსებობს ცუნამის მორიგი საფრთხე.

გიგანტურმა ტალღებმა კუნძულებს სუმატრასა და იავას შაბათს გადაუარა. ბოლო მონაცემებით,  სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 280-ს აჭარბებს. დაშავებულია 1016 მოქალაქე.

ოფიციალური ვერსიით, ვულკანის გააქტიურებამ წყალქვეშა ბიძგები გამოიწვია, რასაც შედეგად გამანადგურებელი ტალღები მოჰყვა.

ანაკ კრაკატაუ გუშინაც ამოიფრქვა. ვულკანის კრატერიდან ამ დრომდე ამოდის ფერფლი და კვამლი.

კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებენ,  მოერიდონ სანაპირო ზოლში გადაადგილებას.

ავტორი: მარიამ გიგანი